დავით კეზერაშვილი

ხაბეიშვილი: კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს, ჩვენ მივხედოთ EU-ს რეზოლუციებს

დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს, მითუმეტეს, თუ საზღვარგარეთ გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა. ჩვენ მივხედოთ ევროკავშირის რეზოლუციებს, რომ წერია რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნისო. ამ პრობლემებს მივხედოთ - მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან, რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი.

დარწმუნებული ვარ, თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ, დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს, უბრალოდ, საქართველოში დღეს რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განმსაზღვრელი ვერ არის. ეს შეიძლება სამთავრობო მედიას გინდოდეთ.

ცხადია, უმნიშვნელოვანესია ის სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას, იმ სქემაში ნახსენები ადამიანები, საქართველოში დღეს არიან ქართული ოცნების ბიზნეს მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკქვშირებულ BBC-ის გამოძიებაზე

კომენტარები