იაპონიის პრემიერმინისტრი

იაპონიის პრემიერის სიტყვის გამოსვლისას აფეთქება მოხდა – ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს

15 აპრილს იმ ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ინციდენტის დროს არ დაშავებულა.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეჭვმიტანილს როგორ აკავებენ. სავარაუდოდ, კაცმა საკვამლე ბომბი ისროლა.

ინციდენტი ქალაქ ვაკაიამაში, კიშიდას ადგილობრივ სათევზეო პორტში ვიზიტის შემდეგ მოხდა.

გასულ წელს, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები