იაპონიის პრემიერმინისტრი

იაპონიის პრემიერმინისტრი ჯანმრთელობის გამო გადადგომას აპირებს

nhk.or.jp

იაპონიის პრემიერმინისტრთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, პრემიერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადგომას აპირებს. 

შინძო აბე, გადადგომასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას. 

არსებული ინფორმაციით, ის ორჯერ იყო საავადმყოფოში და დარწმუნდა, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. 

აბე უკვე მეორედ ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის გამო - მან პოსტი დატოვა 2007 წელსაც, მოვალეობის შესრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამო. 

ის საქმიანობას 2012 წელს, არჩევნების შემდეგ დაუბრუნდა.

კომენტარები