მარიო

SUPER MARIO BROS-მა კინოგაქირავებაში რეკორდული თანხა გამოიმუშავა

Deadline

Super Mario Bros-ს ანიმაციური კინოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამხსნელი უიქენდი ჰქონდა. კომპიუტერული თამაშის ადაპტაციამ სამ დღეში რეკორდული ოდენობის $377 000 000 გამოიმუშავა.

აქამდე ანიმაციური ფილმების რეკორდსმენი Disney-ს ზღაპარი Frozen 2 იყო. 2019 წელს გამოსულმა ანიმაციამ გამხსნელ უიქენდზე $358 000 000 მოაგროვა.

Super Mario Bros იმავე დასახელების ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაციაა. ანიმაციას ვარსკვლავური შემადგენლობა ახმოვანებს: კრის პრატი (მარიო), ჩარლი დეი (ლუიჯი), ანია ტეილორ-ჯოი (პრინცესა ფიჩი), სეტ როგენი (დანკი კონგი) და ჯეკ ბლეკი (დრაკონი ბაუზერი).

ცნობილი კომპიუტერული თამაშის გმირები ეკრანზე მეორედ გააცოცხლეს. პირველი, იგივე სახელის მქონე ეკრანიზაცია 1993 წელს გამოვიდა, მასში მთავარ როლებს ბობ ჰოსკინსი და ჯონ ლეგუიზამო ასრულებენ.

ანიმაციური ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში, მათ შორის IMAX დარბაზში უკვე შესაძლებელია.

კომენტარები