ენმ

დეკანოიძე: ოპოზიციის სეგრეგაცია ძალიან ცუდია, პროდასავლური ოპოზიცია ერთ ფლანგზე უნდა ვიყოთ

ლევან ხაბეიშვილის კომენტატორად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციის სეგრეგაცია ძალიან ცუდია, პროდასავლური ოპოზიცია ერთ ფლანგზე ვართ და უნდა ვიყოთ, მათ შორის ევროპული იდეის გარშემო...

პარტიულ აქციაზე თუ ვინმე არ მივიდა, ეს არ ნიშნავს, რომ გამყოფი ხაზები უნდა გაივლოს. მე პირადად აქციაზე არ ვიყავი, რადგან იცით, რომ 9 აპრილის აქცია ერთ-ერთი უთანხმოების საკითხი იყო ჩემსა და პარტიას შორის. მიმაჩნდა, რომ ეს აქცია ახალგაზრდების მიერ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილის აქციაზე თქვა, რომ "დღეს თქვენ აქ ნახეთ, მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. თქვენ ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს - ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია".

კომენტარები