სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

ზურაბიშვილი: 9 აპრილი უფრო მეტად არის სიმბოლო გამარჯვებისა, ვიდრე ტრაგედიის

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბზობაც და 9 აპრილიც. ორი დიდი დღესასწაული - საეკლესიო და საერო. და ეს დამთხვევა, ალბათ, არ არის, რამეთუ ბზობას მოჰყვება ვნების კვირა, მაგრამ მოჰყვება აღდგომა და 9 აპრილს, რომელიც არის, ერთი მხრივ, ტრაგედიის დღე, მოჰყვება დამოუკიდებლობის აღდგენა. ორივე არის ერთგვარად გამარჯვების აღნიშვნა და მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ თქვენ. 

9 აპრილი რა არის ჩვენთვის? ეს არის, პირველ რიგში, სიმბოლო სწორედ გამარჯვებისა უფრო მეტად, ვიდრე ტრაგედიისა და ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ, იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო და ქალების წვლილი ამ ტრაგედიაში, სამწუხაროდ დიდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მაშინ რუსის ჩექმამ და რუსის სისასტიკემ, პირველ რიგში, მიზნად აიღო ქალები.

ეს გამარჯვება არის ყველასი, იმიტომ, რომ 9 აპრილი არის სიმბოლო ერთიანობის, ერთობის, იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი არ მოჰყვებოდა იმ 9 აპრილს. ერთად მდგარი რომ იყო, ამას მიხვდა ზვიად გამსახურდია და ამიტომ იყო რეფერენდუმი 31 მარტს, რომელიც ასევე ჩვენი ერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია და ამას მოჰყვა მეორე 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აქტი და ამას მოჰყვა 26 მაისი და აღდგენა ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის, აღდგენა იმით, რომ სამართალმემკვიდრედ იქნა ცნობილი პირველი რესპუბლიკისა და ამით გავაუქმეთ 70 წელი მონობისა, გავაუქმეთ, მაგრამ არ დავავიწყეთ.

არ დავივიწყეთ, იმიტომ, რომ 9 აპრილი ასევე არის ყველა ჩვენი ბრძოლის და ომის გაერთიანება, სადაც ქართველები თავიანთი იდენტობისთვის, ენისთვის, რწმენისთვის და მომავლისთვის იბრძოდნენ. 

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები