Kid Rock

"შევე*ი BUD LIGHT-ს" – ლუდის კომპანიაზე განრისხებულმა რეპერმა KID ROCK-მა ბოთლები დაცხრილა

ამერიკელმა რეპერმა და მუსიკოსმა Kid Rock-მა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ავტომატური იარაღით ლუდის შეკვრები ჩაცხრილა. 

ვიდეოში რეპერს ქუდი წარწერით MAGA(Make America Great Again – დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი) ახურავს.

"ბაბუ დღეს ცოტათი განრისხებულია. ნება მომეცით ყველას გითხრათ რაღაც, ვიქნები მაქსიმალურად მკაფიო და ლაკონური". – ამბობს მომღერალი და ცეცხლსასროლი იარაღიდან ლუდის შეკვრებს ცეცხლს უხსნის.

"შე*ეცი Bud Light-ს, შევეცი ანჰაუზერ-ბუშს". – ამბობს ვიდეოს ბოლოს Kid Rock-ი. 

ანჰაუზერ-ბუში ლუდსახარში კომპანიაა, რომელიც Bud Light-ს აწარმოებს.

ზუსტად უცნობია რატომ განრისხდა რეპერი წამყვან ამერიკული ლუდის კომპანიაზე. რამდენიმე გამოცემის აზრით კიდ როკი ერთი დღით ადრე გამოშვებულ სარეკლამო რგოლზე გაბრაზდა, რომელშიც ტრანსგენდერი ქალი მონაწილეობს, მომღერალი აგრესიული ტონით ასევე შესაძლოა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასაც აპროტესტებს. თავად მუსიკოსს ამ ეტაპზე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

კომენტარები