რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

8 აპრილიდან რუსული რეგისტრაციის მქონე არცერთი გემი ბულგარეთის პორტში აღარ დაიშვება

8 აპრილიდან ბულგარეთში რუსული რეგისტრაციის მქონე გემები პორტში აღარ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"2023 წლის 8 აპრილის 00:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) რუსეთის საზღვაო რეესტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის მქონე ნებისმიერ გემს, განურჩევლად იმისა, რომელი დროშის ქვეშ ცურავს ის, ბულგარეთის საზღვაო და სამდინარო პორტებში შესვლა აეკრძალება". - ნათქვამია განცხადებაში. 

ბულგარეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ეფუძნება. 

რუსული რეგისტრაციის მქონე გემები ბულგარეთის პორტებში გასული წლის 17 აპრილიდან აღარ დაიშვებიან, თუმცა ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მასშტაბურია და იმ გემებზეც ვრცელდება, რომლებიც სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავენ. 

კომენტარები