მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

დეკანოიძე: ყველაზე დიდი შეცდომა იყო სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნებისას

ჩვენ არ ვართ ექიმები და ვერ გეტყვით, პატიმრის ფსიქოლიგიური მდგომარეობა როგორი შეიძლება, იყოს – დეპრესია, სტრესი. ამან შეიძლება, ბევრი რამ განაპირობოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც კონსილიუმის წევრები ამბობენ. რა მდგომარეობაშიც არის, იმის საფუძველს ქმნის, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან სერიოზული დარღვევები და ცვლილებები ჰქონდეს.

ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ.

ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა.

ენმ-ის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში. კითხვაზე, "მანიპულაციაში იგულისხმება თუ არა ხაბეიშვილის ნათქვამი - შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი", დეკანოიძემ თქვა, რომ "ლევანი თავისი სიტყვის მძევალი გახდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, არასწორი იყო მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაცია. სწორი არ ვიქნები, ვინმე რაიმეში დავადანაშაულო, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება".

კომენტარები