ბიძინა ივანიშვილი

Forbes-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდია, Bloomberg-ის შეფასებით – $5.95 მილიარდი

ბიძინა ივანიშვილი
GETTY IMAGES

Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური სია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრემიერისა და პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს უტოლდება

გასულ წელთან შედარებით, ეს 100-მილიონიანი ზრდაა.

სიის მიხედვით, ივანიშვილი მსოფლიოში 544-ე უმდიდრესი ადამიანია. 

Forbes-ი აღნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბერში შვეიცარიულმა ბანკმა კრედიტ სუისმა ივანიშვილს, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, $210 მილიონი გადაუხადა.

Bloomberg-ის ინდექსი ივანიშვილის ქონებას კიდევ უფრო ძვირად, $5.95 მილიარდად აფასებს. ამ სიის მიხედვით, ის მსოფლიოს 407-ე უმდიდრესი ადამიანია.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები