რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი ხანგრძლივი ომის დაფინანსებისთვის დახმარებას უცხო ქვეყნებისგან ელოდება

Украинская правда

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განმარტებით, რუსული მხარე უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის დაგეგმვისას ბიუჯეტში არსებული ხარვეზების შესამცირებლად გზებს ეძებს

ანალიტიკოსების განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი გზა რუსეთის სახელმწიფო ვალის ნაწილის უცხოურ ვალუტაში გამოშვებაა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა 28 სექტემბერს ისაუბრა.

"ეს ნაბიჯი თითქმის უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ელოდება საგარეო ფინანსურ მხარდაჭერას უცხო ქვეყნებისგან, რომლებსაც "მეგობრებად" მიიჩნევს. ამის შემდეგ, სხვა ქვეყნების ინვესტორები შეძლებენ იყიდონ რუსეთის სახელმწიფო ვალი და, შესაბამისად, დააფინანსონ რუსეთის მომავალი ბიუჯეტის დეფიციტი". - აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

მათივე განმარტებით, ასეთი ინვესტორები რუსეთის უკრაინის შეჭრის ირიბი დამფინანსებლები იქნებიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილ ხანგრძლივ ომს. 

"ბოლო თვეებში რუსული ბანკები იყვნენ მთავარი სუბიექტები, რომლებიც ყიდულობენ რუსეთის სახელმწიფო ვალს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულად დააფინანსონ ბიუჯეტის მომავალი დეფიციტი" . - ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში. 

კომენტარები