NATO

პესკოვი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
24 celebs

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფას.

"კრემლში თვლიან, რომ ეს არის სიტუაციის მორიგი გაუარესება. NATO-ს გაფართოება წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ხელყოფას, ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობდით და ზუსტად ასე აღვიქვამთ ამას. ცხადია, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად, ასევე სტრატეგიულად". – ამბობს პესკოვი.

დღეს, 4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდება. ინფორმაციას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ადასტურებს. 

"ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის. შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხოდ იქნება". - თქვა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

კომენტარები