ჰოლივუდი

თინა დალაქიშვილი და კრის ჰემსუორთი – EXTRACTION 2-ს მორიგი თიზერი [VIDEO]

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 კრის ჰემსუორთის ეკრანული მეწყვილე ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი იქნება. 3 აპრილს ფილმის მორიგი თიზერი გამოვიდა.

საიტ IMDB-ს ცნობით, ფილმში თინა დალაქიშვილთან ერთად ქართველი მსახიობები, დათო ბახტაძე და თორნიკე გოგრიჭიანიც ითამაშებენ. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალ სურათში ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საღინაშვილი, იგივე "ჰალკი" ითამაშებს.

"ბანგლადეშში სასწაულებრივად გადარჩენილი ტაილერ რაიქი ბრუნდება, თავის გუნდთან ერთად ის ახალ მისიას კიდებს ხელს. მისი დავალებაა ქართველი განგსტერის ხელიდან ოჯახი დაიხსნას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეშია დატყვევებული. რეიკი დავალებას თავს ართმევს, შეტაკებისას განგსტერი იღუპება. დაქირავებულ ჯარისკაცზე ნადირობას იწყებს დაღუპული განგსტერის ძმა". – წერია IMDB-ის აღწერილობაში.

გამოცემა Deadline-ის ცნობით ახალი ფილმი Netflix-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა.

კომენტარები