საფრანგეთი

Playboy-ს ყდაზე პოზირების გამო ფრანგმა მინისტრმა, მარლენ შიაპამ კრიტიკა დაიმსახურა

მარლენ შიაპა
BERTRAND GUAY

საფრანგეთის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, მარლენ შიაპამ Playboy-ს ყდაზე პოზირების გამო მთავრობის წარმომადგენლებისგან, მათ შორის თავისივე პარტიის წევრებისგან კრიტიკა დაიმსახურა.

საფრანგეთის პრემიერის,  ელიზაბეთ ბორნის თქმით, შიაპას გადაწყვეტილება ყოვლად არაეთიკურია, განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა ქვეყანაში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დიდი ვნებათა ღელვაა. 

ფოტოს გარდა, Playboy-ს ახალ ნომერში შიაპას 12-გვერდიანი ინტერვიუც იქნება, სადაც ის ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე საუბრობს. 

მარლენ შიაპა ფრანგი ფემინისტი პოლიტიკოსია, რომლის ინიციატივითაც ქვეყანაში საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. 

"ქალების უფლებების დაცვა, ის რომ მათი სხეული მათვე ეკუთვნით, ყოველთვის და ყველგან აქტუალური თემა იქნება. დიდი მოწიწებით მინდა შევახსენო ცილისმწამებელთა და თვალთმაქცებს, რომ საფრანგეთში ქალები თავისუფლები არიან". - შიაპა კრიტიკას Twitter-ზე გამოეხმაურა. 

კომენტარები