საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე კრამონზე: ევროპარლამენტარის დასწრება პარტიის აქციაზე თავისთავად მიუღებელია

ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება უბრალოდ არ არის სწორი.

ავრცელებს ირაკლი კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პირველ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით გამართულ აქციაზე მივიდა და დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები