ე.წ. ქოლცენტრების საქმე

კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე: აბსურდია, როგორ ვმართავ, ლილუაშვილი, გომელაური მიცავს?

2-3 წელია ცდილობენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების თემაში ჩამრთონ. თავისთავად აბსურდია, ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ უსმენს ყველა მამაოს საქართველოში, მათ კონტროლ ქვეშ არის ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკოსი პრაქტიკულად. იციან ყველა გადაადგილების შესახებ მათთვის საინტერესო ადამიანებზე და შემდეგ გამოდიან და იძახიან, რომ მე მაქვს საქართველოში არალეგალური ბიზნესი და მე ამ ბიზნესს ვმართავ, როგორ წარმოუდგენიათ ეს, როგორ ვმართავ, მე მიცავს ლილუაშვილი, მიცავს გომელაური. არა, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესი, არც ლეგალური, არც არალეგალური საქართველოში. რაც შეეხება ქოლცენტრებს მთლიანობაში, კი ამას აქტიურად ცდილობენ და ეს წამოვიდა საიდან, ერთ-ერთი პირველი ფორმულა იყო, სიუჟეტები გავიდა ამის შესახებ, ნუ ამას ცდილობენ, არის გარკვეული ადამიანები, რომლებზეც ამბობენ, რომ აქვთ ეს ბიზნესი, არიან ჩართულები ამ საქმიანობაში, რომელთაც მე ვიცნობ, რომელთანაც მე ვმეგობრობდი, მქონდა გარკვეული ურთიერთობები და რადგან ეს ესეა, მაშინ ეს ყველაფერი ვარ მე. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ბევრნაირ ადამიანს ვიცნობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე. არა, ეს ასე არ არის, მაგრამ მცდელობა არის მათი მხრიდან, რომ მომაწებონ.

თქვა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა გადაცემა დროებას ეთერში.

კომენტარები