ევროპული საქართველო

კეზერაშვილი ევსაქებზე: ვთვლიდი, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ, აზრის გამოხატვის უფლება მაქვს

ძალიან სამწუხაროა რომ ესეთი ფორმები მიიღო ყველაფერმა. ევროპული საქართველო დაფუძნების დღიდან იყო საინტერესო ხალხით დაკომპლექტებული, ძალიან სერიოზული პოლიტიკოსები იყვნენ და ვფიქრობდი მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ მაგ პარტიას წესით უნდა ჰქონოდა ყველა შანსი, ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა რატომღაც ეს ასე არ მოხდა. 2016-ის შემდეგ ვიხილეთ ორი არჩევნები, ამ პოლიტიკური პარტიის შედეგები მოდიოდა ქვევით, ქვევით, ქვევით და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ბოლო არჩევნების შემდეგ მქონდა საუბარი პარტიის ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა ადამიანთან და ვთქვი ჩემი აზრი, რომ მათ ვერ მიაღწიეს არათუ წარმატებას, არამედ ყველა იმ რესურსის მიუხედავად, რაც ჰქონდათ, მათი შედეგები მცირდებოდა. შესაბამისად, მე ვთვლიდი მაშინაც და ახლაც, რომ ალბათ რაღაც უნდა შეეცვალათ ხელმძღვანელობას თავის მიდგომებში, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ხო, თუ რაღაცას სწორად აკეთებ, შედეგები უნდა უმჯობესდებოდეს. ნაწილმა მიიღო ეს, როგორც ჯანსაღი რჩევა, თუ გნებავთ, კრიტიკა, ნაწილმა არ მიიღო და გაბრაზდნენ ამაზე და შესაბამისად, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ, ისინი მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, თუ იმხელა წარმატების ვერმიღწევას, რაც მათ სურდათ, მე ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი. თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი. 

პასუხობს ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი გიორგი თარგამაძის კითხვას - "ევროპული საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა პარტიაში განვითარებულ მოვლენებს ბოლო არჩევნების შემდეგ პირდაპირ თქვენ გიკავშირებთ და საკმაოდ მკაცრი შეფასებები ისმის თქვენი როლის შესახებ, თქვენი ვერსია როგორია".

კომენტარები