რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე ავრცელებს.

"ემანუელ მაკრონთან ერთსაათიან საუბარში ეფექტურად განვიხილეთ უკრაინისა და საფრანგეთის ურთიერთობა თავდაცვაში. მე მას დეტალურად გავაცანი ფრონტზე არსებული ვითარება. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად და  კოორდინირებულ ქმედებებზე მომავალი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის." - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე.

შეხვედრაზე კომენტარი ელისეის სასახლეს ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები