ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ნონიაშვილი: ლაზარეს დაკავება თაობის დემონიზების მცდელობა, რუსული წესებით თამაშია

"ბიჭობა ათასნაირი ათასი სახის მქონეა". - ეს არის ჩვენი სათქმელი, რადგან ქართული ოცნება ლაზარეს, ამ ახალგაზრდა ბიჭს სწორედ ამიტომ აკავებს, რომ მისი დემონიზება არის მარტივი საზოგადოების თვალში. სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს. ქართულ ოცნებას ბრალზე არ გაუკეთებია აქცენტი - ვინ რა დააშავა, იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ ეს ბიჭი ასე გამოიყურება, ისე გამოიყურება - ეს არის დემონიზება სინამდვილეში, რომელიც არის რუსული წესებით თამაში. სწორედ ამიტომ არის ეს ხელისუფლება რუსული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება, რადგან თამაშობს რუსული პოლიტიკური წესებით. 

8 დღეში 9 აპრილია. მე თქვენ შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ჩემი მშობლების თაობის დემონიზება მიმდინარეობდა ამით, რომ ესენი არიან ლოთები, ნარკომანები, სახელმწიფოს წინააღმდეგები, უსამშობლო ხალხი და ა.შ. წინა თაობის დემონიზებაც ასე ხდებოდა - ეგ არის სინამდვილეში მთელი პრობლემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ 8 საათზე კანცელარიასთან მოვიდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ამ ახალგაზრდა ბიჭის შერჩევითად ჩაგვრა. იმ პირობებში როდესაც ორგანიზებულ მძიმე დანაშაულებს არ სჯის ქართული ოცნება და მათი ორკები შუა ქუჩაში დარბიან, ხალხზე ძალადობენ - ამაზე თვალს ხუჭავს ყველა, სამწუხაროდ. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. დღეს, პირველ აპრილს ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყება.

კომენტარები