დმიტრო კულება

კულება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით: ეს ცუდი ხუმრობაა

REUTERS/Amr Alfiky

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის საკითხთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს, რომ ეს ცუდი ხუმრობაა. 

"პირველი აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთს უზურპირებული აქვს ეს ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს. მისი ლიდერი  სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია ბავშვების მოტაცებისთვის. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, როდესაც რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოშია". 

2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. და მაინც, როტაციის პრინციპით 1 აპრილიდან რუსეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

კომენტარები