უკრაინის რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
რამდენიმე საათით ადრე რადას მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხილვისას, რადამ კულებას გადადგომის საკითხი "სასწრაფოდ გადადო".
4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. მინისტრის გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში უმიზეზო უწოდეს.
ცოტა ხნით ადრე ფრაქცია სლუგა ნაროდას თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ "სამთავრობო გადატვირთვა" იგეგმება, რომლის შედეგად მინისტრთა კაბინეტის 50% შეიცვლება.
დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.





