რუსეთი-თურქეთი

ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, თურქეთს აპრილში ეწვიოს

Vladimir Smirnov/TASS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანიის Rosatom-ის მიერ აშენებული ქვეყნის პირველი ბირთვული რეაქტორის გახსნისთვის თურქეთს ეწვიოს.

"შესაძლოა, მოსალოდნელია, რომ პუტინი 27 აპრილს ჩამოვა, ან შესაძლოა ონლაინ რეჟიმში ჩაერთოს გახსნის ცერემონიას". - თქვა ერდოღანმა.

მანამდე, ერდოღანმა განმარტა, რომ თურქეთი 27 აპრილს ჩატვირთავს პირველ ბირთვულ საწვავს Akkuyu-ის ატომურ ელექტროსადგურში და ოფიციალურად მიანიჭებს ატომური ობიექტის სტატუსს. 

კრემლმა უარყო, რომ პუტინი თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის Akkuyu-ის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

ხმელთაშუა ზღვის ქალაქ აკუიუში ოთხი რეაქტორის ასაშენებლად დახარჯული 20 მილიარდი დოლარი თურქეთს საშუალებას მისცემს, შეუერთდეს სამოქალაქო ბირთვული ენერგიის მქონე ქვეყანათა მცირე რიცხვს.

კომენტარები