გერმანია

ნიღბიანმა თავდამსხმელმა შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრა სცადა

AP Photo/Michael Sohn, file

ოლაფ შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში ნიღბიანი თავდამსხმელი შეჭრას ცდილობდა.

გერმანული გამოცემის Der Spiegel-ის ცნობით, პირმა კომპლექსში შეჭრა სცადა, შემდეგ კი შემჩნევის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელს არ ჰქონდათ წვდომა იმ შენობასთან, სადაც გერმანიის კანცლერის ბინა მდებარეობს.

შეჭრისას შოლცი სახლში არ იმყოფებოდა. ამ დროს გერმანიის კანცლერი საკუთარი კოალიციის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობა - კოალიციის, რომელიც შედგება მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალური FDP-ისგან. შეხვედრაზე დაახლოებით 20 საათს გაგრძელდა და რამდენიმე გადაუჭრელ საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერის ოფიციალური რეზიდენცია ფედერალური კანცელარიაა ბერლინში, ყველა კანცლერი იქ ცხოვრებას არ ირჩევს. მაგალითისთვის, თანამდებობაზე ყოფნის დროს ანგელა მერკელი ცხოვრობდა სამოქალაქო ბინაში ბერლინის ცენტრში.

Der Spiegel-ის ცნობით, შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღება.

კომენტარები