ფინეთი

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.

გადაწყვეტილებას 182 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა. 

ფინეთმა და შვედეთმა შარშან NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების განცხადებით მიმართეს, მაგრამ პროცესს ამ დრომდე თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

ფინეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის პარლამენტის კენჭისყრაა საჭირო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირას თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი ფინეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესს დაიწყებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინეს, შვედეთის კანონპროექტი განსახილველად კვლავ უნგრეთის პარლამენტში რჩება. უნგრეთის პარლამენტს ჯერ არ აქვს ჩანიშნული შვედეთის განაცხადზე კენჭისყრა.

კომენტარები