ლიტვა-საქართველო

ლიტვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ლიტვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ქვეყნის მთავრობას ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

სეიმი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისგან, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ეს მოიცავს წინააღმდეგობრივ ინიციატივებზე უარის თქმას, რაც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს საქართველოს განვითარებას. რეზოლუციაში განხილულია რუსული კანონის მიღების მცდელობა და პროტესტი, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას საზოგადოებაში მოჰყვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოში სასამართლო პროცესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაათავისუფლოს მსჯავრდადებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

ლიტვის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაიზიაროს დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადაწყვეტილება და ხელი შეუწყოს შეზღუდვების აღსრულებას.

კომენტარები