საქართველო-რუსეთი

კავკასიაში სტაბილურობის გარანტია თბილისისგან ძალის გამოყენებაზე უარის თქმა იქნება – რუსეთი

უკრაინის ომის პროპაგანდისტული პოსტერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.
ALEXANDER NEMENOV/AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს შეუძლია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაეროს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან ისაუბრა.

ძალის გამოუყენებლობის პირობის გარდა, რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია უნდა დაიწყოს. 

"[შეხვედრაზე] დადასტურდა რუსეთის მხარის ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი დავალების მიმართ – ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რასაც მოსკოვში საქართველოსგან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოცემით, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და შემდეგი დემარკაციით ხედავენ". – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები