მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ალასანია ვივამედზე: ციხის საავადმყოფოა, აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური

ვივამედის არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის აქ დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. მე მაშინვე ამოვიკითხე [განცხადებიდან], რომ თურმე ბოლო უკანასკნელ სამ დღეს დაიწყო ისევ თვითდაზიანება, უკვე გასაგები იყო რომ უპირებენ ციხეში დაბრუნებას და ვუთხარი კიდევაც ჩემს შვილს მაგაზე.

ვის არ ემორჩილება [მიხეილ სააკაშვილი] საინტერესოა, ვის კონკრეტულად, რომელ მედპერსონალს, როგორ გეკადრებათ, არც ერთი ექიმისგან არ გამიგია, ვინც მკურნალია და გვერდზე დგას, გარდა ქალბატონი თამარის, რომელიც წავიდა, რომელსაც ასევე უბრძანეს წასულიყო.

გამოეხმაურა მიხელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა ვივამედის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

კლინიკა ვივამედი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის ვივამედში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კომენტარები