რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქზე დრონებით თავდასხმებს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა

კიევის საოლქო ადმინისტრაციისა და კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, გუშინ ღამით კიევის ოლქზე რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმებს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

რუსეთის სამხედრო ძალავმა იერიში ქალაქ რჟიშევზე მიიტანეს, დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველები ნანგრევებში ოთხ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

"თავდასხმა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. შედეგად კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. გვაქვს ინფორმაცია 3 დაღუპულსა და 7 დაშავებულზე. ჯამში 20 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი". - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ კიევის ოლქის მიმართულებით გაშვებული Shahed-ის ტიპის 21 დრონიდან 16 გაანადგურეს. მათგან 8 კიევის თავზე ჩამოაგდეს.

კომენტარები