თბილისის მერია

კალაძე: მთაწმინდიდან რუსთაველზე 4 წუთში ჩამოხვალთ, საბაგირო წლის ბოლოს დამთავრდება

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მთაწმინდისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის დასრულების შემდეგ მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი.

“იცით, რომ ამ პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ და ვფიქრობ, როცა დასრულდება, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება. 2023 წლის ბოლოსთვის სამუშაოები დასრულებული იქნება და საბაგირო მგზავრებს ჩვეულებრივად მოემსახურება.

მთაწმინდის ფერდზე ახალი სადგურის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული სირთულე იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახის გასახლება მოგვიწია, რათა სამუშაოები უსაფრთხოდ ჩატარებულიყო და შემდეგ ექსპლუატაციაში შესვლისას რამე პრობლემა არ შექმნილიყო ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის.

პროექტის დასრულების შემდეგ ოთხი წუთში იქნება შესაძლებელი მთაწმინდიდან ჩამოსვლა რუსთაველზე და პირიქით. ერთი საათის განმავლობაში საბაგირო დაახლოებით 1 100 მგზავრს მოემსახურება”, - ამბობს კალაძე.

კომენტარები