მაჰსა ამინის პროტესტი

ირანში პატიმარ ბავშვებს აწამებენ და მათზე სექსუალურად ძალადობენ – Amnesty International

DANIEL MIHAILESCU

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული ბავშვების წინააღმდეგ წამების მეთოდებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას მიმართავს.

"ირანის სადაზვერვო და უშიშროების სამსახური არასრულწლოვანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წამების შემზარავ მეთოდებს იყენებს, რაც ბავშვების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ელექტროშოკით ტკივილის მიყენებასა და გაუპატიურებას გულისხმობს. დაკავებულთა ასაკი ხშირად 12 წელს არ აღემატება. ამ გზით ირანის მთავრობა არასრულწლოვანების საპროტესტო აქციებში ჩართულობის შემცირებას ცდილობს". - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში Amnesty International-ის რეგიონული დირექტორის მოადგილის თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობა ახალგაზრდებში მუხტის ჩაკვლის მიზნით გამოიყენება, რათა შეწყვიტონ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლა.

კომენტარები