მაჰსა ამინის პროტესტი

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი ხამენეიმ შეიწყალა

ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,14 მარტს ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 22 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ბოლოდროინდელ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, შეიწყალა.

2022 წლის სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინის მკვლეელობის შედეგად დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მასშტაბები პირველად გახდა აშკარა მას შემდეგ, რაც დაკავებულთა შეწყალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ამასთან, დასავლური მედიის ცნობით, შეწყალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს იმასაც, რომ ირანის თეოკრატიული რეჟიმი ახლა თავს საკმარისად უსაფრთხოდ გრძნობს, რათა არეულობის მასშტაბები აღიაროს და დაკავებულები გაათავისუფლოს. 

საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობით დაიწყო, რომელიც “მორალის პოლიციამ” მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა. პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და ‘თავისუფლების ცეკვას’ ასრულებდნენ. 

ემანუელ მაკრონმა ირანში მიმდინარე მოვლენები ამგვარად დაახასიათა - ”ქალებმა წამოიწყეს ეს რევოლუცია… ისლამური რევოლუციის (1979) შვილიშვილები აწყობენ რევოლუციას”’. სექტემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოსცა სანქციების სახელმძღვანელო ირანელი პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად. 

კომენტარები