მინდა დავიწყო მილოცვით. ვულოცავ ქართველ ხალხს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ნება და რომლებმაც უარი თქვეს, რომ რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ მიეღოთ. სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ დადგა და წინააღმდეგობა გაუწია ამ კანონს, რომელიც პირდაპირ შეუთავსებლობაშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ასევე, მიხეილ სააკაშვილის საკითხიც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ევროკავშირის მოთხოვნებისა, რადგან ევროკავშირი არასდროს წაახალისებს ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ რევანშს. ძალიან მომწონს, რომ ევროკავშირის დროშები ფრიალებს საქართველოს დედაქალაქში და მჯერა, რომ, საბოლოოდ, ქართველი ხალხი და მათი საღი აზრი, ევროპული მისწრაფება გაიმარჯვებს.
საქართველო-ევროკავშირი
აუსტრევიჩიუსი: მჯერა, რომ, საბოლოოდ, ქართველი ხალხი და მათი ევროპული მისწრაფება გაიმარჯვებს
tbl.ge/6b1v
დაკოპირდა

ამბობს ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი.




