ბათუმი

"ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება" – ბულვარში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 1 პირი დააკავეს

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში გუშინ, 12 მარტს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით 1 ადამიანი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები