ჩვენი მთავარი ამოცანა არის ძლიერი რეზერვის შექმნა - ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს ძალიან მდიდარი სამხედრო ტრადიციები, ვართ მეომარი ხალხი, ძლიერი ხალხი ვართ და ჩვენ არ გვინდა, ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, ისეთი, როგორიც აწარმოა გირჩმა - ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ გირჩის გამოწვევის დაძლევა. არ მოვერიდები ამის თქმას, ეს ანტიქართული მოვლენაა, ანტიქართული ფენომენია და ანტიქართული მოძრაობაა. როდესაც შენს ჯანსაღ, ყველაზე მაგარ წარმომადგენელს, ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები, რომ ჯარს თავი რომ დააღწიო, რომ არ ემსახურო შენს ქვეყანას, შენ გახდი ცრუ მღვდელმსახური და გახდი გასაბერი ეკლესიის წევრი, ბოდიშს ვიხდი ამ მკრეხელური სიტყვისთვის, ეს არის უბედურება, ეს ტრაგედიაა. 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა არის შეცდომილი. მათ ეუბნებიან, ჯარში არ წახვიდე და გახდი მღვდელმსახურიო, ეს ხომ უბედურებაა?!
თავდაცვის კოდექსი
პრემიერი თავდაცვის კოდექსზე: მოტივაცია გირჩის, ანტიქართული მოძრაობის გამოწვევის დაძლევაა
tbl.ge/6ayi
დაკოპირდა
ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედის ეთერში თავდაცვის კოდექსზე.
ამავე თემაზე
- პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
- მინისტრის მოადგილე: 93%-ით მეტია შემოდინება თავდაცვის ძალებში, ვიდრე გადინება
- სრულად დისტანციურ რეჟიმში მყოფი სტუდენტები ჯარს ვერ გადაავადებენ – კანონპროექტი
- ევროპული საქართველო: თავდაცვის კოდექსში მიღებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია
- თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო