მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილი: თუ სხვაგვარად არ შეგვიძლია რუსეთის შეჩერება, სპორტულ არენაზე უნდა შევაჩეროთ

ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ჩემს გუნდს წარმოვადგენდი, რაც დამატებით წნეხს ქმნიდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ვივარჯიშეთ. მე ვამბობდი - არ მაინტერესებს სხვა არცერთი ბრძოლა, ვისთანაც არ უნდა დავმარცხებულიყავი, მაგრამ იანთან რომ წამეგო, ალბათ თავს მოვიკლავდი. მიყვარს თავმდაბალი მებრძოლები, კარგი ადამიანები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იანი კარგი ადამიანია. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ეს დამარცხება მას რამეს ასწავლის, სხვა მებრძოლების პატივისცემას ისწავლის. ბრძოლის დაწყებამდე ის ამბიბდა რომ ნომერ პირველია და მე ნული ვარ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცვეთ. მე აქამდე პატივს არ მცემდა მაგრამ ახლა დაიწყებს ჩემს პატივისცემას. მე არ ვთვლი რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ მინდა გავხდე საუკეთესო...

ვიცი, ახლა რაც ხდება ჩემს სამშობლოში, ვიცი როგორ უხარიათ. საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებში ასეთ ამბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი მებრძოლი შეერთებულ შტატებში, ლას ვეგასში ამარცხებს რუსს, ყოფილ ჩემპიონ პიოტრ იანს. ვიცი, რომ უკრაინიდან ბევრი მგულშემატკივრობდა. ეს სპორტია, მაგრამ თუ სხვაგვარად არ შეგვიძლია რუსეთის შეჩერება სპორტულ არენაზე მაინც უნდა შევაჩეროთ. მინდა, ვუთხრა უკრაინელ ხალხს – მტკიცედ იდექით, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ეს ომი ძალიან მალე დასრულდება და ჩვენ ყველა მშვიდობით ვიცხოვრებთ. ადრეც ვთქვი – მე ომის წინააღმდეგი ვარ. როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა 17 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს...

თქვა ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე. მერაბ დვალიშვილმა პრინციპული მეტოქე, დივიზონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

კომენტარები