EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

BLOOMBERG: EU გეგმავს, სანქცირებული ტექნიკით ვაჭრობაზე გაძლიერებული მონიტორინგი მოითხოვოს

ევროკავშირი გეგმავს, მესამე ქვეყნებს სანქცირებული ტექნოლოგიებითა და სხვა საქონლით ვაჭრობაზე, რომლებიც შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომში გამოიყენონ, მონიტორინგის გამკაცრება მოსთხოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, რუსეთში მოწინავე ნახევარგამტარების, ინტეგრირებული სქემების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტი ევროკავშირიდან და შვიდი ქვეყნიდან მნიშვნელოვნად შემცირდა სანქციების და ექსპორტის კონტროლის შემოღების შემდეგ. მაგრამ ევროკავშირიდან და G-7-დან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში და, თავის მხრივ, ექსპორტი ამ ქვეყნებიდან რუსეთშიც გაიზარდა.

Bloomberg-ის განმარტებით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ახლა სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი თანმიმდევრული სანქციების შემუშავებაზე. აშშ ასევე აძლიერებს წნეხს თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, რათა შეზღუდონ სავაჭრო ნაკადები რუსეთთან.

გარდა ამისა, თურქეთმა ამ თვეში შეაჩერა სანქცირებული საქონლის ტრანზიტი რუსეთში. Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რჩება შეშფოთება, რომ თურქეთის ბაზარზე გაყიდული პროდუქციის რეექსპორტი მოხდეს.

კომენტარები