ინციდენტი ეგეოსის ზღვაში

ეგეოსის ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 5 მგზავრი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 5 მგზავრი დაიღუპა. თურქი მაშველების ცნობით, მათ 11 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. იმავე ნავის კიდევ 5 მგზავრი მაშველებმა საბერძნეთის ახლომდებარე კუნძულზე იპოვეს. 

გადარჩენილთა ინფორმაციით, ნავზე 31 ადამიანი იმყოფებოდა. 

საბერძნეთისა და თურქეთის მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ. 

კომენტარები