მოთხოვნები და პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო აბსოლუტურად ყველასთან. დანარჩენი, პასუხისმგებლობა უნდა აიღო, თუ გაექცევი რისი პოლიტიკოსი ხარ, აბა. თქვენ გგონიათ, რომ სხვებს უხაროდათ გამოცხადება? ბევრს გამოცხადების ეშინოდა. მე უკან არ დამიხევია. ზოგს არ უნდოდა გამოცხადება, შეიძლება. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, გამოვცხადე შეთანხმებით სხვა ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, ვინც ჩართული იყო. ელენე ხოშტარიასთან ერთად ვიდექი, ლევან ხაბეიშვილი იქ იყო, გირჩის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, ლელომ იცოდა. რავიცი, სულ ყველამ იცოდა. ერთად ვიდექით სხვათაშორის და რაზე მელაპარაკებით საერთოდ, ყველა ერთად ვიდექით და გამოვაცხადეთ. პასუხისმგებლობისთვის ყველა ვართ მზად, ყოველთვის პასუხისმგებლობით მოვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას და გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა თუ არ გაქვს, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წახვიდე.
tbl.ge/6awp
დაკოპირდა

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
8 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მას შემდეგ, რაც ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა ვაშაძემ მომიტინგეებს მიმართა - "ახლა მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, ხვალ კი – მოვახდინოთ პიკეტირება".
გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელიკანცელარიის პიკეტირებააქცია პარლამენტთანკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებრუსული კანონი
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




