ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება,PVT-ს გაყალბება,ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა და პროვოკაციების მოწყობა სამხრეთ ოსეთს ე.წ საზღვართან, ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა საზოგადოებას. შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის, რომ ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, NGO-ების ხელით ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა და მადლობას ვუხდი ხალხის ძალის გუნდს, რომელმაც დააინიცრა კანონპროექტი და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
tbl.ge/6aw7
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა "რუსული" კანონი II მოსმენით ჩააგდო.
ამავე თემაზე
- საქართველოს საპატრიარქომ რუსულ კანონსა და რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა
- სანქციები, სავიზო აკრძალვები ივანიშვილის რეჟიმს – 14 ამერიკელი სენატორის წერილი
- სეფაშვილი: ამერიკელი კონგრესმენების წერილი ფარისევლობაა
- ორშაბათს, 29 აპრილს რუსულ კანონს მეორე მოსმენით იურიდიული კომიტეტი განიხილავს
- კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასიც აღარ აქვს – აქვს ჩალაძის ფასი