რუსული კანონი

პაპუაშვილი: პრეზიდენტმა გარკვეულწილად ძალადობის რომანტიზება მოახდინა

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ისე, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები.

და ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ანუ ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა.

როდესაც პრეზიდენტი ამის რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა.

იმის მიუხედავად, რა ემიციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ ამ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი. როდესაც ხდება ძალადობრივი დაზიანება პარლამენტისა, ხდება შეტევა პოლიციელებზე და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი, არის ის, რომ მან მოუწოდოს მშვიდობისაკენ და არა პირიქით, ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს უფრო მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, რომელიც სწორედ წესრიგის აღდგენისკენ არის მოწადინებული.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის FB-პოსტზე.

კომენტარები