რუსული კანონი

პაპუაშვილი: ოპოზიცია რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით

თუკი რამეა შავი დღის მაჩვენებელი, არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით და ეს, რა თქმა უნდა, შავი დღეა ჩვენი ოპოზიციისთვის, რომელმაც თავისი თავი ამ დღეში ჩაიყენა. რა თქმა უნდა, ეს ვნებათა ღელვა დამშვიდდება. გახსოვთ ე.წ. არჩევნების გაყალბების ისტერია, ასევე ტყუილი და ყალბი ნარატივი, გაყალბებული პარალელური დათვლით, რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა, განცხადებებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.

კომენტარები