ხალხი არის ძალიან აღელვებული. ეს კანონი უნდა გაიწვიონ თუ ამ ხალხის დაწყნარება და დამსვიდება სურთ. ეს არის პირველი რაც მინდა ვუთხრა ამ, არ ვიცი, რა დავუძახო ამ ადამიანებს. მეორე, ქოცტროლებმა დაიწყეს მუშაობა და დეზინფორმაციის გავრცელება, პირადად გამოვიყვანე ის ხალხი, ვისაც აბრალებენ რაღაცა ქმედებებს. არაფერი განსაკუთრებული იქ არ იყო - მობილიზებულები იყვნენ, რომ დღესაც დაეშალათ ეს აქცია და ასე იყენებენ ხალხის წინააღმდეგ ძალას. გამოიტანონ კანონი და ხალხი დამშვიდდება, მერე უკვე მოვიფიქრებთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ხალხის წინააღმდეგ ნუ მიდიან. ნუ ცდით ხალხის ნერვებს.
tbl.ge/6asz
დაკოპირდა

მთავარი არხის ეთერში თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




