გიორგი ვაშაძე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლო გამოიყენა. იქამდე, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლეს და რკინის ჯებირის მოხსნა სცადეს.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ნაწილმა უკანა შესასვლელებთან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მომიტინგეებს მიმართა, "ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ, ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, შინაგან თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ორივე მხრიდან დავიძრათ და უკანა შესასვლელთან და გვერდითა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო".