რუსული კანონი

საქართველოს მომავალი თავისუფალი და ევროპულია და არა ავტორიტარული და რუსული – მაიკლ როთი

მაიკლ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"დღეს ევროპის გული თბილისში ძგერს. საქართველოს მომავალი თავისუფალი და ევროპულია და არა ავტორიტარული და რუსული. ამ სიგიჟის შეჩერება ჯერ კიდევ არაა გვიანი". - წერს მაიკლ როთი Twitter-ზე. 


76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. 

საპროტესტო აქციამ დაძაბული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ აგენტთა გამჭვირვალობის კანონი დაჩქარებული პირველი მოსმენით მიიღო. დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო და წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. ქართული ოცნება პირველი მოსმენით მხარს ორივე კანონპროექტს უჭერს, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში აგზავნის

კომენტარები