საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: ზედმიწევნით სრულდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმა

ქართული ოცნების ხელისუფლება დღესაც ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ზედმიწევნით სრულდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბები კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ მეგობრებზე, პარტნიორობაზე, ეს განცხადებები, არ ვიცი რა დავარქვა ამ განცხადებებს, დარწმუნებული ვარ ყველა თავმოყვარე ადამიანი, ყველა ის, ვისაც საკუთარი სამშობლო გვიყვარს, ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რასაც ვისმენთ, მაგალითად სტატუსის მიღებას პირდაპირ რომ უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელია.

მაშინ რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას, როგორც გზამკვლევი მოგვცეს იმისთვის, რომ შეასრულეთ ეს გეგმა და მიიღებთ სტატუსს, რასაც ვაკეთებთ ყველაფერს, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მოწოდებები იყო, რომ ოპოზიციაც უნდა იყოს ჩართული, თუმცა ჩვენ ხო კარგად გვესმის, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ანაღვლებთ არც ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრეაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა, მათთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, ყველანაირი გზით - გადატრიალებით, დაპირისპირებით, რევოლუციით, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა, ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს ერთადერთი ცივილური გზა, ეს არის არჩევნები. ასე რომ, ეს დამოკიდებულება ზოგადად ჩვენი ე.წ. მეგობრების მხრიდან, რომ აი, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ მიიღებთ სტატუსს, არ ვიცი მაშინ რა აზრი აქვს ამ 12-პუნქტიან გეგმის შესრულებას, ან რატომ მოგვცეს.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიდეომიმართვაში.

ევროკომისიას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12 პირობა აქვს წარდგენილი.

კომენტარები