რუსული კანონი

მელია: სამი საათიდან საქართველო ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე

დღეს რუსთაველი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგას რუსი, მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ. ხვალიდან, დღის სამი საათიდან საქართველო ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე, კვლავ, დღის სამი საათიდან და ასე იქნება ყოველი დღე და მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო, არანაირი რუსი, მანამ, სანამ გამარჯვება არ გაფორმდება.

თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ კიევის მეტროსადგურებში ოჯახის წევრებით, თოთო ბავშვებით, საკვების ნაკლებობაც ჰქონდათ, მაგრამ ცხოვრობდნენ და ასე იცავდნენ თავისუფლებას მშვიდობით, შეუიარაღებელ ხალხს ვგულისხმობ და მათ გაძლეს და ამით გააძლიერეს საკუთარი ქმრები, მამები, ვინც ბრძოლის ველზე იყვნენ, ჩვენ ვერ დავდგებით იმდენი დღე, რამდენიც საჭირო გახდება მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე? თუ ამას ვერ ვიზამთ, არადა ვიზამთ, მაშინ მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენც ვღალატობთ, მარტო ივანიშვილი და მისი ადეპტები კი არ ღალატობენ, როცა ამ კანონს იღებენ და მანკიერებებს ავითარებენ, ჩვენც ვღალატობთ, ისინი მოქმედებით ღალატობენ და  უღალატეს უკვე არაერთხელ, დღეს უბრალოდ ყოველგვარ ზღვარსაც გადასცდნენ, ჩვენ უმოქმედობით ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, რასაც არ დავუშვებთ. რამდენჯერ უნდა დაგვარბიონ, რამდენჯერაც დაგვარბევენ, რამდენ გაზსაც შემოგვასხამენ, იმდენჯერ შევიკრიბებით ოღონდ კიდევ უფრო მეტნი.

თქვა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთაველის გამზირზე.

კომენტარები