რუსული კანონი

აქციაზე სპეცრაზმმა ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დააკავა – გირჩი-მეტი თავისუფლება

გირჩი - მეტი თავისუფლების ცნობით, პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და პოლიტიკოსი, ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან.

"ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში" - აცხადებს პარტია.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შსს-მ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუშვა, გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. 

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთერთი ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. 

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

კომენტარები