ახლა მე თქვენ გირჩევთ: ერთი საათი დარჩა კენჭისყრამდე, გადით ახლა კორიდორში, საკმაოდ გრძელი კიბეებია, დაგორდით და ვინც ხელს მოიტეხთ და დასწრაფო წაგიყვანთ, ის იქნება უბედნიერესი ადამიანი. გულში ფიქრობთ, ნეტა ფეხი მომტეხოდა და ეს არ მომსვლოდაო... აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ იმ ბრძენმა კაცმა, როგორც თქვენ უწოდებთ, გამოგიყენათ, გამოგწურათ ლიმონივით და ჩაგიხშოთ ევროპაში მისასვლელი გზა.
tbl.ge/6aoh
დაკოპირდა

მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე. ქართული ოცნება მოტყუებით, 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს რუსულ კანონს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




