ჩრდილოეთ კორეა

ტესტირებისას ჩვენი რაკეტის აშშ-ს მიერ უვნებელყოფას ომის გამოცხადებად ჩავთვლით – ჩრდ. კორეა

კიმ იო ჯონგი
Korean Central News Agency/Korea News Service

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა თქვა, რომ ფხენიანი გამოცდის დროს აშშ-ს მიერ მათი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას "ომის გამოცხადებად" ჩათვლის. ამის შესახებ ინფირმაცია კორეის სამთავრობო მედიასააგენტომ გაავრცელა. 

აქამდე სამხრეთ კორეულმა მედიამ გაავრცელა დაუდასტურებელი ცნობა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის დროს მის ჩამოგდებას გეგმავს, თუ საბრძოლო მასალას წყნარი ოკეანის მიმართულებით გაუშვებენ.

"წყნარი ოკეანე აშშ-ს ან იაპონიის საკუთრება არაა". – თქვა კიმ იო ჯონგმა. 

ჩრდილოეთ კორეა 6 მარტს აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი დიდი საჰაერო ვარჯიშების გამართვისა და საველე წვრთნების დაგეგმვის გამო სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს.

წვრთნებთან დაკავშირებით კიმ იო ჯონგი აშშ-ს "სწრაფი და ყოვლისმომცველი ზომებით" დაემუქრა.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ აშშ-ს ძალების და სამხრეთ კორეის მარიონეტული სამხედროების მოუსვენარ სამხედრო ნაბიჯებს და ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი შეფასებების მიხედვით, მივიღოთ შესაბამისი, სწრაფი და ყოვლისმომცველი ზომები". – თქვა კიმ ჩენ ინის დამ.

საპასუხოდ, სამხრეთ კროეა ფხენიანს ადანაშაულებს, რომ სიტუაციას მათ მიერ "ბირთვული იარაღის უპასუხისმგებლო განვითარება" ძაბავს.

ორშაბათს გამართულ წვრთნებში აშშ-მ B-52-ის ტიპის ბომბდამშენი გამოიყენა. მომდევნო კვირაში ერთობლივი წვრთნები, სახელად მშვიდობის ფარი, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები