კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

დეკანოიძე: შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა პროდასავლური ძალა, NGO-ებიც

ჩვენ გვაქვს, გვექნება და გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა - ეს ერთი.  ჩვენ შექმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პოლიტიკური ძალა, პროდასავლური ძალა, რომელიც ნამდვილად, მთელი ამ წლების განმავლობაში, იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის. არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს საქართველო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ეს საფღხე არის პირველ რიგში ქართული ოცნებიდან - ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად...

ხვალ ყველას გელოდებით 09:00 საათზე პარლამენტთან, იმიტომ რომ 10:00 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაჩვენოთ, მათ შორის ქართულ ოცნებასაც, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებსაც არ გვსურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი. 

ამბობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. ოპოზიცისს ნაწილი, არასამტავრობო ორგანიზაციები და მედიის ნაწილი სამომავლო სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდა. 

კომენტარები